ინტელკომ ჯგუფი
გაყიდვებიგაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 15 სექბოლო ვადა: 15 ოქტ · იწურება
- ანაზღაურება
- 1 200–1 500 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი)
- მისამართი
- ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარ
სრული აღწერა
"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: intellcom.net/ka/company/
ანაზღაურება და ბენეფიტები:
- ანაზღაურება: 1200-1500 ლარამდე, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად + ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- რეგულარული კორპორაციული ღონისძიებები
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
- სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
- შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- გაყიდვების პროცესების მართვა
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან არასრული განათლება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
