გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 000 ₾ / თვე
- მისამართი
- ქ. ფოთი, ფოთის პორტი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30–18:30 სთ
- ბენეფიტები
- პროფესიულ ტრენინგებს · კარიერული ზრდის შესაძლებლობას · სამოტივაციო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს
სრული აღწერა
„ირაო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
„ირაო“ ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 22 წელია წარმატებით ემსახურება მომხმარებელს. კომპანია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრია.
ჩვენ ვქმნით ჯანსაღ და კოლეგიალურ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს საკუთარი უნარების სრულად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა აქვს.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, ფოთის პორტი
გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30–18:30 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი (ხელზე ასაღები) და ყოველთვიური ბონუსი
ძირითადი მოვალეობებია:
- საცალო და კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
- გაყიდვის სრული ციკლის მართვა, პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- გაყიდვების დადგენილი მიზნების შესრულება.
თქვენგან ველით:
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარს;
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
- მიზანდასახულობასა და შედეგზე ორიენტირებულობას;
- სადაზღვევო სფეროთი დაინტერესებას;
- გაყიდვების სფეროში ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას (სასურველია საბანკო, საფინანსო ან სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება).
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ ტრენინგებს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- სამოტივაციო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს;
- მუშაობას საერთაშორისო ჯგუფის წევრ, სტაბილურ კომპანიაში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
ირაო გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ირაო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების მენეჯერი - ფოთი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

