კერძო განცხადება
გაყიდვებიგაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- ანაზღაურება
- 3 000 ₾ / თვე
- განაკვეთი
- თავისუფალი
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
სრული აღწერა
ვეძებთ მოტივირებულ გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების პარტნიორს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო კომპანიებისთვის ჩვენი შიდა განვადების მართვის პლატფორმის გაყიდვაზე და ახალი კლიენტების მოზიდვაზე.პლატფორმა სამშენებლო კომპანიებს ეხმარება კლიენტების, კონტრაქტების, გადახდის გრაფიკების, ვადაგადაცილებების, SMS-შეტყობინებების, ქვითრებისა და ფინანსური რეპორტების ერთ სისტემაში მართვაში.
მოვალეობები:
- სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების მოძიება და დაკავშირება
- პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაცია
- პროდუქტის პრეზენტაციისა და დემოს ჩატარება
- კლიენტის საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
- ახალი კლიენტების მოზიდვა და გაყიდვების პროცესის მართვა
- კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
- გაყიდვების შედეგების პერიოდული ანგარიშგება
მოთხოვნები:
- B2B გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში არსებული კონტაქტები ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
- მოლაპარაკებების წარმოების კარგი უნარი
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის მაღალი უნარი
- შედეგზე ორიენტირებულობა
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- გაყიდვები, მარკეტინგი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
