Eleve11
გაყიდვებიგაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 10 ოქტბოლო ვადა: 25 ოქტ
- მისამართი
- ქ. ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლების მიხედვით, ყოველ დღე 10-დან 20 სთ-მდე
სრული აღწერა
"Lamborghini"-ს პროდუქციის ოფიციალური დილერი კომპანია - "Eleven 11 ჯგუფი", აცხადებს ვაკანსიას ბათუმის შოუ რუმის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს "Lamborghini"-ს მიერ წარმოებული პრემიუმ ხარისხის ყავას, ალკოჰოლურ სასმელებს და აქსესუარებს.
ჩვენი კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს სასიამოვნო სამუშაო გარემოს, უნარებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
- სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, ყოველ დღე 10-დან 20 სთ-მდე;
- ხელფასი: ფიქსირებული და ბონუსები გაყიდვებიდან;
- კომპანია ასევე ანაზღაურებს ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულების 50%-ს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები/თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- მომსახურების ხარისხზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
- ბრენდის და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
- არსებული და პოტენციური პარტნიორი ობიექტების მომსახურება;
- სალაროსთან და გაყიდვების პროგრამასთან მუშაობა;
- სალაროს წარმოება და კონტროლი, თანხის დაანგარიშება;
- შოურუმის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი.
შერჩევის ეტაპები:
- გასაუბრება;
- გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ ტრენინგი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: t.revazishvili@elevengroup.ge 2026 წლის 25 ოქტომბრამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
