კარგოჰაბი
გაყიდვებიგაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 13 ნოე
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო, სიმონ კანდელაკის #59
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- კორპორატიული მობილური პაკეტი,ბონუსები და წახალისება
- მთავარი მოთხოვნა
- რუსული და/ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
სრული აღწერა
კარგოჰაბი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, სიმონ კანდელაკის #59;
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; (13:00-14:00 შესვენება)
- ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი;
- შვებულება 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე day off;
- კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების (საერთაშორისო ტვირთების მქონე ორგანიზაციების) მოძიება / სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან / შეხვედრების ორგანიზება / მოლაპარაკების წარმოება;
- ხელშეკრულების გაფორმება /ინვოისის მომზადება;
- მიღებული შეკვეთის ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
- პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- ბაზების მუდმივი განახლება / რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განიხილება ლოგისტიკურ (სატრანსპორტო) კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატები;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
- სტრესულ გარემოშუ მუშაობის უნარი;
- აუცილებელია რუსული და/ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Contact@cargohub.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ღია კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- 1-დან 5 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
