გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
- ანაზღაურება
- 3 000+ ₾
სრული აღწერა
კომპანია "კ-მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების გამოკვლევა;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება;
- ახალ კლიენტებთან თანამშრომლობის გზების მუდმივი განახლება/გაუმჯობესება და გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- კლიენტებისთვის სწორი და დეტალური კონსულტაციის გაწევა;
- გაყიდვების გეგმის შესრულება — მაჩვენებლების მუდმივი გაუმჯობესება;
- გაყიდვების პროცესის აღრიცხვა და კომპანიის სხვა განყოფილებებთან კოორდინაცია.
სავალდებულო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (ავტოინდუსტრიაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალი უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა და თვითორგანიზება;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება, სასურველია უცხო ენების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
სამუშაო დრო და ანაზღაურება:
- ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი;
- ხელფასი 3000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@k-motors.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

