გაყიდვების მენეჯერი
- მისამართი
- შავიშვილის ქუჩა, თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- , ჰიბრიდული ფორმატი და შეთანხმებით აუთსორს თანამშრომლობაც
სრული აღწერა
შპს „მაგისტრი სექიურითი“ აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების
მენეჯერის პოზიციაზე-ცოცხალი დაცვის მიმართულებით.
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ
ადამიანს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ახალი, გადახდისუნარიანი კორპორატიული კლიენტების
მოძიება და ცოცხალი დაცვის მომსახურების გაყიდვა.
ჩვენთვის პრიორიტეტია
შედეგი და არა თანამშრომლის ყოველდღიური ოფისში ყოფნა. ამიტომ შესაძლებელია, მოქნილი
სამუშაო გრაფიკი, ჰიბრიდული ფორმატი და შეთანხმებით აუთსორს თანამშრომლობაც.
ძლიერი კანდიდატისთვის
შესაძლებელია როგორც შტატიანი, ასევე აუთსორს/პარტნიორული თანამშრომლობის ფორმატი
რას გააკეთებთ:
- პოტენციური კორპორატიული
კლიენტების აქტიური მოძიება;
- გადაწყვეტილების
მიმღებ პირებთან კონტაქტის დამყარება;
- შეხვედრების ორგანიზება
და ჩატარება;
- კლიენტის საჭიროებებისა
და პრობლემების გამოვლენა;
- კომპანიის დაცვის
მომსახურებების წარდგენა;
- კომერციული შეთავაზებების
კოორდინაცია;
- მოლაპარაკებების
წარმოება;
- გაყიდვის სრული ციკლის
მართვა პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
უსაფრთხოების სფეროში
ღრმა ტექნიკური გამოცდილება აუცილებელი არ არის.
რას ველით კანდიდატისგან:
სასურველია:
- B2B ან კორპორატიული
გაყიდვების გამოცდილება;
- ახალი კლიენტების
დამოუკიდებლად მოძიების უნარი;
- მოლაპარაკებების
წარმოებისა და გარიგების დახურვის გამოცდილება;
- საქმიანი კომუნიკაციის
მაღალი კულტურა;
- CRM სისტემაში დისციპლინირებული
მუშაობა;
- პასუხისმგებლობა
შედეგზე.
განსაკუთრებულ უპირატესობად
ჩაითვლება კავშირები ან სამუშაო გამოცდილება შემდეგ სექტორებთან: სამშენებლო კომპანიები,
დეველოპერები, საწარმოები, საწყობები და ლოჯისტიკა, ბიზნესცენტრები, სავაჭრო ობიექტები,
კლინიკები, სასტუმროები, ავტოცენტრები და სხვა კორპორატიული ბიზნესი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
