გაყიდვების კონსულტანტის პოზიცია
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი: დღეში 8 სამუშაო საათი + 1 საათი შესვენება; კვირაში 40 საათი; კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე
- ბენეფიტები
- კონკურენტულ ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას · პროფესიულ ტრენინგებსა და უწყვეტ განვითარებას · კარიერული ზრდის შესაძლებლობას
სრული აღწერა
კომპანია ბოლსერო|Bolsero აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე,
თუ დაინტერესებული ხართ მოდით, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და აფასებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას, გიწვევთ ჩვენს გუნდში.
ლოკაციები
- Tbilisi Mall (Full/Part)
- City Mall Saburtalo (Full)
- East Point (Full)
სამუშაო გრაფიკი
სრული განაკვეთი: დღეში 8 სამუშაო საათი + 1 საათი შესვენება; კვირაში 40 სამუშაო საათი; კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე.
ნახევარი განაკვეთი: 17:30–22:00; კვირაში 5–6 სამუშაო დღე.
ანაზღაურება
სრული განაკვეთი: 1100 ლარი + ბონუსი; წლიური საშუალო თვიური შემოსავალი: 1600–1700 ლარი.
ნახევარი განაკვეთი: 550 ლარი + ბონუსი; წლიური საშუალო თვიური შემოსავალი: 800 ლარი.
მოვალეობები
- მომხმარებლების მომსახურება და კონსულტირება BOLSERO-ს მომსახურების სტანდარტების შესაბამისად.
- მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი არჩევანის გაკეთებაში დახმარება.
- გაყიდვის სრული პროცესის განხორციელება — კონსულტაციიდან გაყიდვის დასრულებამდე.
- სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სწორად და ესთეტიკურად წარმოდგენის უზრუნველყოფა.
- პროდუქციის განლაგების, მარაგებისა და სავაჭრო სივრცის მოწესრიგებული იერსახის კონტროლი.
- კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა.
მოთხოვნები
- კომუნიკაციისა და მომხმარებლებთან მუშაობის კარგი უნარები.
- მომსახურების ან გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია.
- საშუალო პროფესიული, არასრული უმაღლესი ან უმაღლესი განათლება.
- რუსული და ინგლისური ენების სულ მცირე საბაზისო ცოდნა.
- კეთილგანწყობილი, ინიციატივიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
- გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას.
- პროფესიულ ტრენინგებსა და უწყვეტ განვითარებას.
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
- სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს.
- მხარდამჭერ და პროფესიონალურ გუნდურ გარემოს.
- მოდის და აქსესუარების სფეროში მუშაობას.
- აქტიური გაყიდვების თვეებში მაღალი ბონუსების მიღების შესაძლებლობას.
- თამაშებსა და კონკურსებში მონაწილეობით დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე.
- უფასო ყავასა და ჩაის.
რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ: hrgeo@bolsero.es | ტელ.: +995 551 09 86 36
Subject-ში აუცილებლად დაწერეთ სასურველი ფილიალის დასახელება
რეზიუმეები (CV) ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- კატეგორია
- კონსულტანტი, მოლარე
- სამუშაოს ტიპი
- ადგილზე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
