გაყიდვების კონსულტანტი შოურუმში
გამოქვეყნდა 5 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო
- სამუშაო გრაფიკი
- სტანდარტული, სრული სამუშაო განაკვეთი
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო გარემოს · მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს · პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
სრული აღწერა
შპს "ვიზეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე შოურუმში.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, ენერგიულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც უყვარს მომხმარებლებთან ურთიერთობა და აქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- შოურუმში მოსული მომხმარებლების კონსულტირება;
- პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- შეკვეთების მიღება და დამუშავება;
- შოურუმში პროდუქციის მოწესრიგება;
- მომხმარებელთან გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო;
- სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, სრული სამუშაო განაკვეთი;
- ანაზღაურება: ანაზღაურება შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: Info@myscooter.ge. CV-ის გამოგზავნისას დანიშნულებაში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების კონსულტანტი შოურუმში".
შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
