გაყიდვების კონსულტანტი
- მისამართი
- ქ. თბილისი, კოსმონავტების ქუჩა 21 (ელიავა)
- ბენეფიტები
- კვებას · ჯანმრთელობის დაზღვევას · ფიტპასს
- მთავარი მოთხოვნა
- გათბობა-გაგრილებისა ან/და სანტექნიკის პროდუქციის შესახებ ცოდნა
სრული აღწერა
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსმონავტების ქუჩა 21 (ელიავა)
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + კონკურენტული ბონუსი (თვეში 1500 ლარიდან 2500 ლარამდე, საშუალოდ 1700 ლარი)
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ფიტპასს
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და ტექნიკურ მახასიათებლებზე კონსულტაციის გაწევა
- კლიენტების ინფორმირება კომპანიის სერვისების შესახებ (ადგილზე მიტანა, საგარანტიო, სათადარიგო ნაწილები)
- ხელოსნებთან/დიზაინერებთან რეგულარული ინტერაქცია და კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა
- მარაგების პროგრამული და ვიზუალური მონიტორინგი და კონტროლი
- გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა
- სასაწყობო პროცესების მართვა: საქონლის მიღება-დასაწყობება, შეკვეთების მომზადება და პროდუქციის დატვირთვა
- პროდუქციის ფასმაჩვენებლების პერიოდული გადამოწმება და განახლება
- ფილიალის აღწერაში მონაწილეობის მიღება
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- აუცილებელია გათბობა-გაგრილებისა ან/და სანტექნიკის პროდუქციის შესახებ ცოდნა
- FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო დონეზე ცოდნა
- სასურველია უცხო ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: talents@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების კონსულტანტი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 08.11.2026
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
