კომპანია
გაყიდვებიგაყიდვების კონსულტანტი
გამოქვეყნდა 7 ნოებოლო ვადა: 7 დეკ
- მისამართი
- თბილისი, ისთ ფოინთის ახალი სივრცე
- სამუშაო გრაფიკი
- მეორე კონსულტანტთან შეთანხმებით, მოქნილი განრიგით
სრული აღწერა
"კომპანია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა, ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და გსურთ იმუშაოთ საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, გელოდებით ჩვენს გუნდში!
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ისთ ფოინთის ახალი სივრცე;
- სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე;
- სამუშაო გრაფიკი: მეორე კონსულტანტთან შეთანხმებით, მოქნილი განრიგით;
- შესაძლებელია შემდეგი სამუშაო გრაფიკებიდან ერთ-ერთის შეთანხმება:
- დღეგამოშვებით სამუშაო გრაფიკი;
- კვირაში 5 დღე, ნახევარი სამუშაო დღით, შაბათ-კვირას კი მონაცვლეობით სრული სამუშაო დღით;
- ორი სამუშაო დღე ერთი კონსულტანტისთვის და ორი სამუშაო დღე მეორე კონსულტანტისთვის, შეთანხმებული განრიგის მიხედვით;
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
- პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა;
- მომხმარებელთან პოზიტიური და პროფესიონალური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- სავაჭრო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ასაკი: 18 წლიდან;
- სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პოზიტიური დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ;
- ინიციატივიანობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: didostatiofficial@gmail.com და ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
