გაყიდვების კონსულტანტი
- ქალაქი
- თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, გორი
სრული აღწერა
მეგატექნიკა უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 15-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Electrolux, Simfer, Philips, Delonghi, Kenwood, Braun, Acer და სხვა.
მეგატექნიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი:
თბილისი - გლდანი/ ისთ ფოინთი/ ცენტრალი / საბურთალო
რუსთავი - ჟ. შარტავას #4
ბათუმი - ჭავჭავაძის #76
ქუთაისი - ჭავჭავაძის ქუჩა # 42
გორი - "გორი მოლი"
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი, 10:00-19:00/11:00-20:00/13:00-22:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
· პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ფლობა და მომხმარებლებისათვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა;
· მაღაზიის იერსახეზე ზრუნვა, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ტექნიკის თაროებზე განლაგება;
· პროდუქციის მარაგების მუდმივი კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (სასურველია);
· გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი უნარები:
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· გამართული კომუნიკაციის უნარი;
· მომხმარებელზე ორინტირებულობა:
· გუნდური მუშაობის უნარი;
· პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.
მეგატექნიკა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"მეგატექნიკა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, გორი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
