გაყიდვების კონსულტანტი
- მისამართი
- სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://dfg.selfrecruit.ge/s/l8TKE, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორია. კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას
- სამუშაო გრაფიკი
- ყოველ მესამე დღეს 24-საათიანი სმენა (პროპორციული დასვენების საათებით)
სრული აღწერა
29-10-2026 - 30-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
კომპანია "დუთი ფრი ჯორჯია" წარმატებით ოპერირებს საქართველოში 15 წელზე მეტია და წარმოდგენილია ქვეყნის თითქმის ყველა სახმელეთო საზღვარზე თავისი მაღაზიებით. "დუთი ფრი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორია. კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას.
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს 24-საათიანი სმენა (პროპორციული დასვენების საათებით).
თანამდებობის მოკლე აღწერა:
გაყიდვების კონსულტანტი არის კომპანიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის თანამშრომელი, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებელზე. მისი ძირითადი ამოცანაა, მომხმარებლის საჭიროებების სწორად განსაზღვრა და მათი დაკმაყოფილება პროფესიონალური მომსახურებით, პროდუქციის დეტალური ცოდნითა და ინდივიდუალური მიდგომით.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის სწრაფი, ხარისხიანი და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის, ასევე არსებული აქციების შესახებ;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართვა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.);
- მაღაზიის პროდუქციის პერიოდულ აღწერაში/ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- სალაროს ოპერაციების შესრულება;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან პროფესიული განათლება (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად).
- გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
- ქართული და/ან ინგლისური ენის ცოდნა; თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული და პროფესიული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დუთი ფრი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ლოკაცია: სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

