გაყიდვების კონსულტანტი
გამოქვეყნდა 28 ოქტბოლო ვადა: 28 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200+ ₾
- მისამართი
- თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 53ბ
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე; ორშ-პარ 11:00-20:00, შაბ-კვ 12:00-18:00
სრული აღწერა
Gamers • გეიმერს ეძებს გაყიდვების კონსულტანტს.
გაინტერესებს კომპიუტერები, გეიმინგი და ტექნიკა? შეგიძლია მომხმარებელს მოუსმინო, პროდუქტი გასაგებად აუხსნა და შესაფერისი ვარიანტი შეურჩიო? მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების კონსულტაცია მაღაზიაში, ტელეფონითა და ონლაინ მიმოწერით
- კომპიუტერების, ნაწილებისა და გეიმინგ აქსესუარების შერჩევაში დახმარება საჭიროებისა და ბიუჯეტის მიხედვით
- მარაგისა და ფასების გადამოწმება, შეკვეთების მომზადება და გაყიდვების აღრიცხვა
- განცხადებების დამატება და განახლება gamers.ge-სა და MyMarket-ზე
- პროდუქციის დალაგება და დავალებების დროულად შესრულება
რას ველით შენგან:
- კომპიუტერის ნაწილებისა და გეიმინგ აქსესუარების საბაზისო ცოდნას
- მომხმარებელთან თავაზიან და გასაგებ ურთიერთობას
- კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობასა და საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძებნას
- პუნქტუალურობას, სიზუსტესა და პასუხისმგებლობას
უპირატესობაა ტექნიკის გაყიდვის გამოცდილება და რუსული ენის ცოდნა.
ხელფასი: 1 200 ლარიდან
გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ორშ-პარ 11:00-20:00, შაბ-კვ 12:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 53ბ
დაგაინტერესა? გამოგვიგზავნე CV ან მოკლედ მოგვიყევი შენი გამოცდილებისა და უნარების შესახებ: info@gamers.ge
წერილის სათაურში მიუთითე: "გაყიდვების კონსულტანტი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
