გაყიდვების კონსულტანტი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 6 სამუშაო დღე და 1 დასვენება. შაბათ-კვირაც სამუშაო დღეებია, ამიტომ დასვენება მათ ყოველთვის არ ემთხვევა
სრული აღწერა
"Redberry" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
პოზიციის შესახებ:
სამკაულების მაღაზიაში იმუშავებ მომხმარებელთან, თბილისის ერთ-ერთ ფილიალში. გამოცდილება არ გჭირდება, ყველაფერს ადგილზე გასწავლით. გრაფიკი ცვლებშია: კვირაში 6 სამუშაო დღე და 1 დასვენება.
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე.
გრაფიკი:
- კვირაში 6 სამუშაო დღე და 1 დასვენება. შაბათ-კვირაც სამუშაო დღეებია, ამიტომ დასვენება მათ ყოველთვის არ ემთხვევა.
- დღეების უმეტესობა 6-საათიანი ცვლაა: 10:00-დან 16:00-მდე ან 16:00-დან 22:00-მდე. კვირაში ერთი დღე 12-საათიანია და ცვლები როტაციულია.
- მხოლოდ შაბათ-კვირას, კვირაში სამი დღით ან ხუთდღიანი გრაფიკით მუშაობა ამ პოზიციაზე შესაძლებელი არ არის.
სამუშაო ადგილი:
- აქსისი, ჭავჭავაძის გამზ. 37
- ჭავჭავაძე, ჭავჭავაძის გამზ. 60ბ
- გალერია თბილისი, რუსთაველის გამზ. 2/4
- სითი მოლი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 70
- ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის ქ. 2
- თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ
- თბილისი მოლი 2, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ
მოგვწერე WhatsApp-ში, პასუხს დღესვე მიიღებ: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
რას გთავაზობთ:
- ყველაფერს ადგილზე გასწავლით
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
- ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე
- ძირითადად 6-საათიანი ცვლები
რას გააკეთებ:
- დახვდები მომხმარებელს და დაეხმარები არჩევანში
- მოუყვები სამკაულებზე და მიმდინარე აქციებზე
- მიიღებ სამკაულებს, აღრიცხავ და ვიტრინაზე გამოალაგებ
- იმუშავებ სალაროსთან
- იზრუნებ, რომ მაღაზია სუფთა და ლამაზად მოწყობილი იყოს
ჩვენი მოლოდინი:
- 18 წელი და მეტი
- ქართული თავისუფლად (ინგლისური ან რუსული საშუალო დონეზე უპირატესობაა)
- საქართველოში მუშაობის უფლება
ჩვენს შესახებ:
"wegroup" 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს, ქსელებით "REDBERRY" და "MANDARINA". ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს "SOKOLOV", "UNOAERRE", "NOMINATION", "Nature Bijoux" და "Ori Tao".
როგორ დაგვიკავშირდე, აირჩიე რომელი გირჩევნია:
რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია.
მოგვწერე WhatsApp-ში: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
ან შეავსე განაცხადი: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად, ერთ საათში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
