გაყიდვების კონსულტანტი
- მისამართი
- ბათუმი, გრანდ მოლი, შ. ხიმშიაშვილის ქ. 29
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 6 სამუშაო დღეა და 1 დასვენების დღე. მაღაზია შაბათ-კვირასაც მუშაობს, ამიტომ დასვენების დღე ყოველთვის შაბათ-კვირას არ ემთხვევა
სრული აღწერა
"REDBERRY" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე ბათუმში.
პოზიციის შესახებ:
მაღაზიაში მომხმარებელს ხვდები, ეხმარები არჩევანში და ზრუნავ, რომ კმაყოფილი გავიდეს. გამოცდილება აუცილებელი არ არის, ყველაფერს ადგილზე გასწავლით. კვირაში 6 დღე მუშაობ და 1 დღე ისვენებ, ცვლები როტაციულია.
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე.
გრაფიკი:
- კვირაში 6 სამუშაო დღეა და 1 დასვენების დღე. მაღაზია შაბათ-კვირასაც მუშაობს, ამიტომ დასვენების დღე ყოველთვის შაბათ-კვირას არ ემთხვევა.
- ცვლები როტაციულია: 5 დღე 6-საათიანი ცვლაა, 10:00-დან 16:00-მდე ან 16:00-დან 22:00-მდე, 1 დღე კი 12-საათიანი.
- მხოლოდ შაბათ-კვირას, კვირაში სამი დღით ან ხუთდღიანი გრაფიკით მუშაობა ამ პოზიციაზე შესაძლებელი არ არის.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, გრანდ მოლი, შ. ხიმშიაშვილის ქ. 29
მოგვწერე WhatsApp-ში, პასუხს დღესვე მიიღებ: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
რას გთავაზობთ:
- ყველაფერს ადგილზე გასწავლით
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
- ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე
- ძირითადად 6-საათიანი ცვლები
რას გააკეთებ:
- მოუყვები სამკაულებზე და მიმდინარე აქციებზე
- მიიღებ სამკაულებს, აღრიცხავ და ვიტრინაზე გამოალაგებ
- იმუშავებ სალაროსთან
- იზრუნებ, რომ მაღაზია სუფთა და ლამაზად მოწყობილი იყოს
ჩვენი მოლოდინი:
- 18 წელი და მეტი
- ქართული თავისუფლად, ინგლისური ან რუსული საშუალო დონეზე უპირატესობაა
- საქართველოში მუშაობის უფლება
ჩვენ შესახებ:
"wegroup" 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს, ქსელებით "REDBERRY" და "MANDARINA". ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს "SOKOLOV", "UNOAERRE", "NOMINATION", "Nature Bijoux" და "Ori Tao".
როგორ დაგვიკავშირდე, აირჩიე რომელი გირჩევნია:
რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია.
მოგვწერე WhatsApp-ში: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
ან შეავსე განაცხადი: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად ერთ საათში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
