გაყიდვების კონსულტანტი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- დღეების უმეტესობა ექვსსაათიანი ცვლაა: 10:00-დან 16:00-მდე ან 16:00-დან 22:00-მდე. კვირაში ერთი დღე თორმეტსაათიანია
სრული აღწერა
"MANDARINA" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
"MANDARINA"-ს მაღაზიაში სამკაულებს ყიდი და მომხმარებელს არჩევაში ეხმარები. გამოცდილება სავალდებულო არ არის, ყველაფერს ადგილზე გასწავლით. სრული განაკვეთია: კვირაში 6 დღე და 1 დასვენების დღე, ცვლები როტაციულია.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე.
გრაფიკი:
- დღეების უმეტესობა ექვსსაათიანი ცვლაა: 10:00-დან 16:00-მდე ან 16:00-დან 22:00-მდე. კვირაში ერთი დღე თორმეტსაათიანია.
- კვირაში 6 სამუშაო დღეა და 1 დასვენების დღე. ცვლები როტაციულია, მუდმივად მხოლოდ დილის ან მხოლოდ საღამოს ცვლა ვერ იქნება.
- მაღაზია შაბათ-კვირასაც მუშაობს, ამიტომ დასვენების დღე ყოველთვის შაბათ-კვირას არ ემთხვევა.
- მხოლოდ შაბათ-კვირას, კვირაში სამი დღით ან ხუთდღიანი გრაფიკით მუშაობა ამ პოზიციაზე შესაძლებელი არ არის.
სამუშაო ადგილი:
- აქსისი, ჭავჭავაძის გამზ. 37
- პიქსელი, ჭავჭავაძის გამზ. 34
- გალერეა თბილისი, რუსთაველის გამზ. 2/4
- სითი მოლი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 70
- სითი მოლი (გლდანი), ვეკუას ქ. 1
- ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის ქ. 2
- თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ
მოგვწერე WhatsApp-ში, პასუხს დღესვე მიიღებ: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
რას გთავაზობთ:
- ყველაფერს ადგილზე გასწავლით
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
- ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე
- ძირითადად 6-საათიანი ცვლები
რას გააკეთებ:
- დახვდები მომხმარებელს, გაიგებ რას ეძებს და შესაფერის სამკაულს შეურჩევ
- მოუყვები სამკაულებზე და მიმდინარე აქციებზე
- მიიღებ სამკაულებს, აღრიცხავ და ვიტრინაზე გამოალაგებ
- იმუშავებ სალაროსთან
- იზრუნებ, რომ მაღაზია სუფთა და ლამაზად მოწყობილი იყოს
ჩვენი მოლოდინი:
- 18 წელი და მეტი
- ქართული თავისუფლად (ინგლისური ან რუსული საშუალო დონეზე უპირატესობაა)
- მომხმარებელთან საუბრისა და მოსმენის უნარი
ჩვენ შესახებ:
"wegroup" 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს, ქსელებით "REDBERRY" და "MANDARINA". ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს "SOKOLOV", "UNOAERRE", "NOMINATION", "Nature Bijoux" და "Ori Tao".
როგორ დაგვიკავშირდე, აირჩიე რომელი გირჩევნია:
რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია.
მოგვწერე WhatsApp-ში: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
ან შეავსე განაცხადი: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად ერთ საათში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
