გაყიდვების კონსულტანტი
- მისამართი
- თბილისი, აკაკი ბაქრაძის ქუჩა #23
- სამუშაო გრაფიკი
- 5 სამუშაო დღე, 10:00 - 19:00 (ერთი საათი შესვენება)
- ბენეფიტები
- · პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას · · სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს · · ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
სრული აღწერა
"გორგია"-ს პრემიუმ კლასის შოურუმი „ლუსონი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
"ლუსონში" წარმოდგენილია აბაზანის ინტერიერისთვის საჭირო ინვენტარი, როგორც სასტუმროსთვის, ასევე, საცხოვრებელი სახლებისთვის: ესპანური და იტალიური კერამიკული ფილები, სანტექნიკა, აქსესუარები და ა.შ.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათიანი სამუშაო კვირა
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00 - 19:00 (ერთი საათი შესვენება)
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბაქრაძის ქუჩა #23.
ჩვენ გთავაზობთ:
· პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
· სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
· ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
· კვებას;
· Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· შოურუმის მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება, შეთავაზების გაკეთება და მაღალკვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
· მომხმარებლისთვის პროდუქციის ჩაბარებამდე პროცესების მონიტორინგი;
· ახალი პროდუქციის მიღებისას თანამშრომლებთან შეთანხმებით დარბაზში დროული განთავსების უზრუნველყოფა;
· ფასმაჩვენებლების რეგულარული კონტროლი, ფასმაჩვენებლებში რელევანტური ინფორმაციის ასახვის მიზნით;
· შოურუმში მოსულ დიზაინერებთან და არქიტექტორებთან კომუნიკაცია, პირობების შეთავაზება და მათთან ხელშეკრულების გაფორმება;
· სტაჟიორებისთვის მენტორობის გაწევა და მათთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა პროდუქციის, ბრენდების, ტექნიკური დეტალების და გაყიდვებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაციის სახით;
· ყოველკვირეული ანალიზი/რეპორტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სრული ზოგადი განათლება;
· გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
· სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
· ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
· Microsoft Office 365 ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
· ორგანიზებული და პუნქტუალური
· კომუნიკაბელური
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
· დეტალებზე ორიენტირებული
· გუნდური მუშაობის უნარი
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"გორგია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების კონსულტანტი
ქალაქი: თბილისი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

