კაბა
გაყიდვებიგაყიდვების კონსულტანტი
გამოქვეყნდა 12 ოქტბოლო ვადა: 12 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე)
- ბენეფიტები
- ანაზღაურება - 1200 ლარი (ნეტ) + ბონუსები · სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე) · დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე
სრული აღწერა
კომპანია "კაბა" არის ქართული დიზაინერული ბრენდი, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართული მოდის ინდუსტრიაში.ბრენდს აქვს საკუთარი ტანსაცმლის საწარმო და მაღაზიების ქსელი თბილისსა და ბათუმში, მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ტანისამოსსა და ექსკლუზიურ მომსახურებას.
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- სარეალიზაციო სივრცის მოწესრიგება;
- პროდუქციის მიღება;
- პროდუქციის გაყიდვაზე მაქსიმალური ზრუნვა.
- ყოველ თვიურ აღწერებში მონაწილეობა
მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა;
- ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება - 1200 ლარი (ნეტ) + ბონუსები
- სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე)
- დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;
თუ თქვენ მოგწონთ მოდა და მომსახურების სფერო, ეს არის თქვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობა.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- მაღალი ანაზღაურება;
- -40% კორპორაციული ფასდაკლება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- იდეების წახალისება;
ვაკანსია გამოცხადებულია თბილისი მოლის ფილიალისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე - office@kabaofficial.ge. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - გაყიდვების კონსულტანტი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
