გაყიდვების კონსულტანტი
- მისამართი
- ქ. მარნეული, 26 მაისის ქუჩა
სრული აღწერა
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქუჩა
სამუშაო დრო: 10:00-19:00, კვირაში 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მახასიათებლების გაცნობა, კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლისთვის (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები);
- ფილიალში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
- ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
- გაყიდვების გეგმების შესრულება;
- ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა;
- სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი);
- სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება;
- დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სასურველია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
- ნაღდ ვალუტასთან მუშაობის უნარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების კონსულტანტი, ქალაქში - მარნეული.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

