გაყიდვების კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 1 000+ ₾
- მისამართი
- 8 კრისტოფერო კასტელის ქუჩა, თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00 - 18:00 · 10:00-18:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით)
სრული აღწერა
იმერი მოტორსი (www.imerimotors.ge) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე
იმერი მოტორსი - ახალი და მეორადი ავტომობილების იმპორტიორი კომპანიაა. მაღალი ხარისხის ავტომობილების მოძიება ჩინეთის ბაზარზე ხდება.
მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი უზრუნველყოფს სრული პროცესის - ავტომობილის შერჩევიდან მიწოდებამდე - შეუფერხებლად წარმართვას.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის მახასიათებლებთან დაკავშირებით;
- შესყიდვის პროცესის განხორციელებისას - ავტომობილის შეკვეთიდან ადგილზე ჩამოყვანამდე - მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.
- დროული რეპორტინგი მენეჯერთან ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნასთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ენერგიული და მოტივირებული;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, კრისტოფერო კასტელის ქუჩა N8;
გრაფიკი: 10:00-18:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით);
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + საბონუსო სისტემა.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ხელფასი
- 1000 ₾ + Bonus
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

