Zudu Doors
გაყიდვებიგაყიდვების კონსულტანტი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200+ ₾
- მისამართი
- ბათუმი, პუშკინის ქ. 162
- ბენეფიტები
- სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე · 11:00-19:00
სრული აღწერა
"Zudu Doors"-ის გუნდში გაყიდვების კონსულტანტს ვეძებთ!
თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ხარ აქტიური, ყურადღებიანი და გსურს განვითარება ინტერიერისა და თანამედროვე დიზაინის სფეროში - შემოუერთდი Zudu Doors-ის გუნდს!
შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
- კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების საფუძვლიანი შესწავლა;
- მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა - პირველადი დაინტერესებიდან შესყიდვამდე;
- შოურუმში სტუმრების მიღება და მათთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა;
- ონლაინ არხებში მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა;
- შოურუმის მოწესრიგებულ იერსა და პროდუქციის სათანადო პრეზენტაციაზე ზრუნვა;
- გაყიდვების შედეგებისა და მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე მუშაობა.
რას ველით შენგან:
- გამართულ კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარებს;
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და დეტალებისადმი ყურადღებას;
- ორგანიზებულობას, ინიციატივიანობასა და შედეგზე ორიენტირებულობას;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარს;
- რუსული ან/და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე;
- სამუშაო საათები: 11:00-19:00;
- ანაზღაურება: 1 200 ლარი + საბონუსე სისტემა;
- ერთკვირიანი გადამზადების პროგრამა;
- გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე;
- სამუშაო ადგილი: ბათუმი, პუშკინის ქ. 162.
გინდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი?
გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: zududoors@gmail.com ან დაგვიკავშირდი სოციალურ ქსელებში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
