გაყიდვების კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- ნაწილობრივი განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ნახევარი განაკვეთი — 10:00–16:00 ან 16:00–22:00
სრული აღწერა
MELATI | შემოუერთდი ჩვენს გუნდს
MELATI | შემოუერთდი ჩვენს გუნდს
MELATI სამკაულების ბრენდია, რომლის ისტორიაც ბალიზე იწყება და საქართველოში გრძელდება. ბალის კულტურით, ფერებითა და განსაკუთრებული ესთეტიკით შთაგონებული ბრენდი აერთიანებს ინდივიდუალურ სტილსა და დეტალების სიყვარულს.
ჩვენთვის MELATI მხოლოდ სამკაულები არ არის, ეს არის ბრენდი საკუთარი ხასიათითა და ისტორიით, რომლის გაზიარებაც ჩვენს მომხმარებლებთან გვინდა.
ამჟამად ვეძებთ კონსულტანტს East Point-ში მდებარე ჩვენს სტენდზე.
გვინდა, ჩვენს გუნდს შემოუერთდეს ადამიანი, რომელსაც აინტერესებს მოდა, სამკაულები და ბრენდის ესთეტიკა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შენთვის მომხმარებელთან ურთიერთობა მხოლოდ გაყიდვის პროცესი არ იყოს და სურვილი გქონდეს, გახდე MELATI-ს ისტორიის ნაწილი.
რას მოიცავს შენი საქმიანობა?
- მომხმარებლებისთვის MELATI-ს სამკაულებისა და ბრენდის ისტორიის გაცნობა;
- მომხმარებლების კონსულტაცია და სასურველი სამკაულის შერჩევაში დახმარება;
- პროდუქციის შეფუთვა და დეტალებზე ზრუნვა;
- სალაროს ოპერაციების შესრულება;
- გაყიდვებისა და შეკვეთების სისტემაში აღრიცხვა;
- სტენდის მოწესრიგება და პროდუქციის პრეზენტაციაზე ზრუნვა.
ვის ვეძებთ?
ადამიანს, რომელიც:
- ინტერესდება აქსესუარებითა და დიზაინით;
- სიამოვნებს ადამიანებთან კომუნიკაცია;
- არის ყურადღებიანი, პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი;
- ფლობს ინგლისურ ენას;
- სურს, იყოს მზარდი ბრენდის გუნდის ნაწილი.
სამუშაო პირობები
ლოკაცია: East Point, თბილისი
გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი — 10:00–16:00 ან 16:00–22:00
ანაზღაურება: 1000 ₾ (Net) + ბონუსი გაყიდვებიდან
თუ MELATI-ს ესთეტიკა შენთან ახლოსაა და გსურს, ჩვენი გუნდის ნაწილი გახდე, მოხარულები ვიქნებით შენი გაცნობით.
გამოგვიგზავნე CV: info@melati.ge
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ღია კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1000
- განათლების დონე(ები)
- სხვა
- ენები
- ინგლისური,ქართული
- ენები
- ინგლისური, ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
