დიოგაყიდვების კონსულტანტ-ექსპერტი
- მისამართი
- „დიო“-ს სათავო ოფისი- დავით აღმაშნებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N3
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევას · ნაწილობრივ ტრანსპორტირებას · კვებას
სრული აღწერა
15-10-2026 - 15-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
შ.პ.ს „დიო“ 30 წელია წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზების, კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
,,დიო“ –ს წარმატების ერთ - ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
„დიო“ -ში 2004 წლიდან ISO 9001 -ს ხარისხის მართვის სისტემაა დანერგილი და ფუნქციონირებს წარმატებით.
შპს „დიო“ აცხადებს მიღებას სათავო ოფისის გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: „დიო“-ს სათავო ოფისი- დავით აღმაშნებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N3
სახელფასო სარგო : 1200 ლარი net + ბონუსი გაყიდვებიდან
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ნაწილობრივ ტრანსპორტირებას
- კვებას
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- პროფესიონალების გუნდის წევრობას
- წახალისების სისტემას (ექსკურსიები, კორპორატიული საღამოები და სხვა)
ჩვენი მოთხოვნებია:
- პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
- დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების უნარჩვევები;
- გამართული საუბარი ქართულად;
- უპირატესობა მიენიჭებათ რუსული/ინგლისური სასაუბრო ენის მცოდნეს.
- პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;
- ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:
- დამკვეთებისთვის კონსულტაციის გაწევა, როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში.
- შეკვეთების მიღება შესაბამის პროგრამაში დაფიქსირება
- პროდუქციის ფასების გამოთვლა, მომხმარებლისთვის გაცნობა
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
შ.პ.ს "დიო" წამყვანი კომპანიია საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში. ფირმა "დიო" დაარსებიდან 30-ე წელს ითვლის.
კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომანიას აქვს წარმომადგენლობები.
კომპანია "დიო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტ-ექსპერტის პოზიციაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
