გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
გამოქვეყნდა 25 ნოებოლო ვადა: 25 დეკ
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- მისამართი
- თბილისი, ვაკე, მ. თამარაშვილის 11ა ნომერი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე. შუალედში 1 საათიანი შესვენების შესაძლებლობა
სრული აღწერა
ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორს ქართულენოვან მომხმარებლებთან სამუშაოდ.
თუ მარტივად ამყარებ კომუნიკაციას, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შედეგზე ხარ ორიენტირებული, შემოგვიერთდი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
- გაყიდვებსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დამაჯერებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- უარზე სწორი რეაგირების უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ქოლცენტრში, ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სატელეფონო გაყიდვებსა და CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციურ კლიენტებთან პრაქტიკული სატელეფონო კომუნიკაცია (ცივი ზარები);
- კომპანიის პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის მკაფიოდ და დამაჯერებლად მიწოდება;
- მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა;
- დაინტერესებულ მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ზარების განხორციელება;
- პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების შეთანხმება და ჩანიშვნა;
- CRM სისტემაში მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის, კომუნიკაციის შედეგებისა და შემდგომი მოქმედებების სრულყოფილად, ზუსტად აღრიცხვა;
- განსაზღვრული სამუშაო გეგმისა და მიზნობრივი მაჩვენებლების შესაბამისად მუშაობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
- მისამართი - ვაკე, მ. თამარაშვილის 11ა ნომერი;
- ფორმატი - ოფისიდან, არ განიხილება დისტანციური ვარიანტი;
- გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე. შუალედში 1 საათიანი შესვენების შესაძლებლობა;
- ანაზღაურება - ფიქსირებული 1000 ლარი, + 5%-იანი ბონუსი ყველა წარმატებით დახურული ქეისიდან, რომლის პირველადი ინიციატორიც იქნება გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი.
შერჩევის პროცესი:
- დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგვიგზავნონ რეზიუმე ელფოსტაზე;
- მიღებული რეზიუმეების განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით და გავმართავთ მოკლე გასაუბრებას;
- სატელეფონო გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატს მოვიწვევთ ოფისში პირისპირ გასაუბრებაზე;
- საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება პირისპირ გასაუბრების შედეგის საფუძველზე;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამომიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: sales@infinity.com.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი".
გისურვებთ წარმატებებს!
