გაყიდვების ხელმძღვანელი
გამოქვეყნდა 5 ნოებოლო ვადა: 4 დეკ
- ანაზღაურება
- 2 000+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- გამოცდილ და მეგობრულ გუნდს · გაყიდვების პროცესების განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას · პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივას
სრული აღწერა
„ქარექს ავტო“ არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც გამოცდილი გუნდით უზრუნველყოფს ავტომობილების იმპორტს აშშ-ის წამყვანი აუქციონებიდან საქართველოში.
თბილისის ოფისისთვის ვეძებთ გაყიდვების ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს გაყიდვების გუნდს, განავითარებს გაყიდვების პროცესს და პასუხისმგებელი იქნება გუნდის შედეგებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების გუნდის ყოველდღიური მართვა, ამოცანების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების გეგმების შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
- შემოსული ლიდების განაწილება და მომხმარებლებთან დროული კომუნიკაციის კონტროლი;
- გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი და კონვერსიის გაუმჯობესება;
- გუნდის წევრების სწავლება, განვითარება და მოტივაცია;
- მომხმარებელთა ბაზის წარმოებისა და განახლების კონტროლი;
- მნიშვნელოვან მომხმარებლებთან მოლაპარაკება და რთულ შემთხვევებში გუნდის მხარდაჭერა;
- ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება.
რას ველით კანდიდატისგან:
- გაყიდვებში მუშაობისა და გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილებას;
- გუნდისთვის მიზნების დასახვისა და შედეგების მართვის უნარს;
- მოლაპარაკებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის ძლიერ უნარებს;
- ანალიტიკურ აზროვნებას, ორგანიზებულობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას;
- ინიციატივიანობას და გუნდის განვითარების სურვილს.
- ავტომობილების სპეციფიკის, აშშ-ის აუქციონებისა და იმპორტის პროცესის ცოდნა, ასევე უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
- მოჭრილი ანაზღაურება: 2000 ლარი, + შედეგებზე მიბმული ბონუსი.
ჩვენ გთავაზობთ:
- გამოცდილ და მეგობრულ გუნდს;
- გაყიდვების პროცესების განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: sales@crx.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: „გაყიდვების ხელმძღვანელი“.
გაგვიცანით: ვებგვერდი
| Facebook | TikTok
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 2000 (+ ბონუსი)
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

