გაყიდვების დირექტორი
გამოქვეყნდა 25 სექბოლო ვადა: 25 ოქტ
სრული აღწერა
"GRAVITA" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე.
უშუალო ხელმძღვანელი: გენერალური დირექტორი
დაქვემდებარებული პოზიციები: N/A
მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 5 წელი
ძირითადი მოვალეობები:
- "გრავიტას" გაყიდვების სტრატეგიისა და განვითარების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
- სამშენებლო და დეველოპერულ სექტორში ახალი B2B კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
- სამშენებლო კომპანიებთან, დეველოპერებთან, საინჟინრო და საპროექტო ორგანიზაციებთან ბიზნეს ურთიერთობების განვითარება;
- მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება და კომერციული მოლაპარაკებების მართვა;
- სამშენებლო მასალების გაყიდვების განვითარება და პროექტული გაყიდვების ზრდა;
- "გრავიტას" შოურუმის გაყიდვების სტრატეგიის, ასორტიმენტისა და კომერციული მიმართულების განვითარება;
- ბაზრის, სექტორისა და პოტენციური კლიენტების საჭიროებების მუდმივი ანალიზი;
- ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გაყიდვების pipeline-ის განვითარება;
- კომპანიის მომსახურებებისა და შეთავაზებების წარდგენა პოტენციური კლიენტებისთვის;
- კომერციული წინადადებების, მოლაპარაკებებისა და გარიგებების მართვა;
- ძირითადი კლიენტების ურთიერთობების მართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
- გაყიდვების KPI-ების, გეგმებისა და პროგრესის მონიტორინგი;
- CRM-ში გაყიდვების პროცესის მართვა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
- გაყიდვების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში;
- სამშენებლო ან დეველოპერული სექტორის სიღრმისეული ცოდნა;
- სამშენებლო კომპანიებთან და/ან დეველოპერებთან მუშაობის დადასტურებული გამოცდილება;
- სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება;
- სამშენებლო პროექტების სპეციფიკისა და პროცესების ცოდნა;
- მაღალი ღირებულების B2B გარიგებების მართვის გამოცდილება;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კომერციული შეთავაზებების მომზადების გამოცდილება;
- გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება;
- ძლიერი ბიზნეს კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: m.Imerlishvili@gravita.ge და სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
