გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 14 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-19:00
სრული აღწერა
თუ გაქვს გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, "ბლუ უოთერსი" ეძებს ადამიანებს გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე!
ვებგვერდი და კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია: Blue Waters bluewaters.ge — ბმულის გახსნა
პოზიციის მიზანი:
გაყიდვების დეპარტამენტის სტრატეგიული და ოპერაციული მართვა — ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, პროცესების სტანდარტიზაცია და მოტივირებული, მაღალკომპეტენტური გუნდის ჩამოყალიბება
- ძირითადი ფუნქციები:
- ბაზრისა და კონკურენტების მუდმივი ანალიზი, არსებული ტენდენციების იდენტიფიცირება და მათი გათვალისწინება მართვის პროცესში;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მისი ეფექტური იმპლემენტაცია;
- გაყიდვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შედგენა და მათი შესრულების უზრუნველყოფა
- კომპანიის მიზნების მისაღწევად ახალი იდეების გენერირება და ახალი სერვისების/პროდუქტების განვითარების ინიცირება
- მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხისა და სანდოობის პროდუქტის/სერვისის შეთავაზების უზრუნველყოფა
- გაყიდვების დეპარტამენტის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო ინსტრუქციებისა და პროცესების შექმნა
- გაყიდვების მენეჯერების შედეგების მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი
- გუნდის წევრების მოტივირება
- გაყიდვების გუნდის პროფესიული განვითარება: გარიგებების განხილვა/ანალიზი, გაყიდვის ტექნიკების დახვეწა და ტექნიკური ტრენინგების ჩატარება
- დეპარტამენტში თანამშრომელთა შერჩევის პროცესის დაგეგმვა, სამუშაო აღწერილობების (JD) შემუშავება და გასაუბრებების წარმართვის პროცესში ჩართულობა
- გაყიდვების დინამიკის პერიოდული ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშების წარდგენა
რას გთავაზობთ:
- კონკურენტული ანაზღაურება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ნომერი და სატელეფონო ლიმიტი
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე
- გუნდის მართვის გამოცდილება
- CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი
- დროის ეფექტურად მართვის და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ბლუ უოთერსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

