გაყიდვების ასისტენტი
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00 - 18:30
სრული აღწერა
"საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო" (GREA) - კომპანია, რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "არსენალი რეზიდენსი", "რუმიქს დეველოპმენტი" და სხვა) გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტის გაყიდვების ასისტენტს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:
- ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების პასუხი და გადამისამართება გაყიდვების მენეჯერებთან.
- პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში პროექტების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის.
- კლიენტების რეგისტრაცია CRM პროგრამაში.
- სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.
- შემოსული მეილების მონიტორინგი / გადამისამართება შინაარსის მიხედვით.
- გაყიდვების ოფისის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი/უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრი.
- გამართული მეტყველების უნარი;
- ენები: ინგლისური, რუსული;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- მოტივირებული;
- პოზიტიური;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დარწმუნების უნარი;
- დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.
- სამუშაო კვირის განრიგი: 5 სამუშაო დღე.
- სამუშაო საათები: 10:00 - 18:30.
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ბონუსი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge
გისურვებთ წარმატებას!
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.grea.ge — ბმულის გახსნა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
