მაილს აუტო
გაყიდვებიგაყიდვების ასისტენტი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
სრული აღწერა
მაილს აუტოში ვეძებთ გაყიდვების ასისტენტს!
კომპანიის შესახებ:
Miles Auto მომხმარებლებს სთავაზობს ავტოიმპორტის სრულ სერვისს აშშ-დან და ჩინეთიდან. ჩვენი მიზანია, ავტომობილის შერჩევისა და შეძენის პროცესი გავხადოთ მაქსიმალურად მარტივი, გამჭვირვალე და კომფორტული.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
- სასურველი ავტომობილის შერჩევაში დახმარება;
- კომპანიის სერვისებისა და იმპორტის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- შემოსულ ზარებსა და შეტყობინებებზე დროული რეაგირება;
- პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი დაინტერესების შემდგომი მართვა;
- მომხმარებელთა ბაზის განახლება და ინფორმაციის სწორად აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
უპირატესობად ჩაითვლება:
- გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ენების ცოდნა;
- ავტომობილების ბაზრისა და იმპორტის პროცესის შესახებ ცოდნა.
რას გთავაზობთ?
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
თუ ხარ ავტომოყვარული, გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და გინდა განავითარო საკუთარი შესაძლებლობები გაყიდვების სფეროში, გელოდებით Miles Auto-ში!
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი info@milesauto.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
