გაყიდვების არხებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი
- მისამართი
- 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. No8
სრული აღწერა
19-10-2026 - 19-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების არხებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
- გაყიდვების არხების განვითარების წლიური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა, განსაზღვრული ბიზნესმიზნებისა და შესრულების ძირითადი მაჩვენებლების (KPI) მიღწევის უზრუნველყოფა;
- ახალი გაყიდვების არხებისა და ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირება, პოტენციურ სტრატეგიულ პარტნიორებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება, თანამშრომლობის პირობების განსაზღვრა და სახელშეკრულებო ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა;
- საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, ციფრულ პლატფორმებთან და სხვა ბიზნესპარტნიორებთან გრძელვადიანი, ურთიერთსარგებლიანობაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
- არსებული პარტნიორული ურთიერთობების ეფექტიანი მართვა, თანამშრომლობის გაღრმავება, პარტნიორების საჭიროებების იდენტიფიცირება და ერთობლივი ბიზნესშესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა;
- პარტნიორული გაყიდვების არხებისთვის კომერციული პირობების, საფასო პოლიტიკის, საკომისიო სქემებისა და მარჟის მოდელების შემუშავება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, ბიზნესის მომგებიანობისა და კონკურენტუნარიანობის გათვალისწინებით;
- კერძო სექტორის სატენდერო შესაძლებლობების იდენტიფიცირება, სატენდერო წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია, სატენდერო პროცესების სრულყოფილი მართვა და შედეგების მონიტორინგი;
- კორპორატიული კლიენტებისა და ბიზნესპარტნიორებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კომერციული შეთავაზებების, ბიზნესპრეზენტაციებისა და ბიზნესქეისების შემუშავება;
- პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, ფინანსური ურთიერთანგარიშსწორების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა;
- ციფრული პროექტების მენეჯერთან, დეველოპერებთან და სხვა ტექნიკურ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ბიზნესსაჭიროებების იდენტიფიცირება, ფუნქციური მოთხოვნებისა და ტექნიკური დავალებების ფორმირება, პროექტების განხორციელებისა და დანერგვის პროცესების კოორდინაცია;
- გაყიდვების არხებში მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება და განხორციელება, სადაზღვევო პროდუქტების შეძენის პროცესების ოპტიმიზაცია და ციფრული მომსახურების ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობა;
- ახალი სადაზღვევო პროდუქტებისა და კომერციული ინიციატივების პარტნიორულ გაყიდვების არხებში დანერგვის უზრუნველყოფა, პარტნიორების საჭიროებებსა და ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული ახალი პროდუქტების განვითარების ინიცირება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთობლივი პროცესების მართვა;
- მარკეტინგის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- პროექტების შესახებ მენეჯმენტისთვის რეგულარული ანალიტიკური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
- გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან პარტნიორული არხების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
- სადაზღვევო, საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომერციული მოლაპარაკებების წარმოების, სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და მართვის, ასევე სახელშეკრულებო პროცესების ადმინისტრირების პრაქტიკული გამოცდილება;
- ციფრული პროექტების მართვის, ბიზნესმოთხოვნების განსაზღვრისა და ტექნიკურ გუნდებთან კოორდინირებული მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კერძო სექტორის სატენდერო პროცესებში მონაწილეობის, სატენდერო წინადადებების მომზადებისა და პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომერციული შეთავაზებებისა და ბიზნესქეისების შემუშავების, ფინანსური მაჩვენებლების ანალიზისა და კომერციული გადაწყვეტილებების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების უნარი;
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, განვითარებული ორგანიზაციული, კომუნიკაციისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
- დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და რამდენიმე პროექტის პარალელურად ეფექტიანი მართვის უნარი;
- საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel-ისა და PowerPoint-ის, ცოდნა მაღალ დონეზე;
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია არანაკლებ B2 დონეზე).
კანდიდატის შერჩევის ეტაპები:
- საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
- გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
- პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
- წინასახელშეკრულებო ეტაპი:შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge — ბმულის გახსნა
მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:30
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

