გაყიდვების აგენტი
გამოქვეყნდა 21 სექბოლო ვადა: 21 ოქტ
- ანაზღაურება
- 2 700 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარს ჩათვლით
- ბენეფიტები
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას
სრული აღწერა
"MARS & WRIGLEY" ოფიციალური პარტნიორი საქართველოში შპს "მასტერ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე (ცხოველთა კვების მიმართულებით) თბილისში.
კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: http://master-trade.ge/home
ძირითადი მოთხოვნები:
- იმავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საკუთარი მსუბუქი ა/მანქანა;
- მართვის მოწმობა კატეგორია;
- უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
მოვალეობები:
- პროდუქტის მახასიათებლის კარგი ცოდნა;
- მოლაპარაკების წარმოება გადახდის პირობების გათვალისწინებით;
- პროდუქციის ოპტიმალური ნაშთის კონტროლი;
- შეკვეთის სწორი გაფორმება;
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სტანდარტების კონტროლი;
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- სხარტი აზროვნება;
- დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით
- ხელფასი - 2700 ლარი (13 პერიოდი წელიწადში)
- საწვავის ხარჯს ანაზღაურებს კომპანია;
- ულიმიტო სასაუბრო დრო;
- ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მეილზე: mate.bendeliani@master-trade.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
