გაყიდვების აგენტი
- ანაზღაურება
- 1 800 ₾
- მისამართი
- ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N54
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ: 09:30 – 18:00 საათი
- მთავარი მოთხოვნა
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
- ბენეფიტები
- დინამიურ სამუშაო გარემოს დიდ და მეგობრულ გუნდში · პოზიციური და კარიერული განვითარების შესაძლებლობას · კონკურენტულ ანაზღაურებას
სრული აღწერა
15-10-2026 - 15-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
კომპანია “JF Georgia” ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე
შპს "ჯეი ეფ ჯორჯია” 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს სხვადასხვა დასახელების პროდუქციის (თმის მოვლის საშუალებები, ელექტროპროდუქცია, აქსესუარები, ავეჯი და სხვა) საბითუმო და საცალო გაყიდვებს. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან საქართველოს მასშტაბით არსებული სილამაზის სალონები. JF Georgia წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ფილიალებით, მათ შორის სილამაზის სალონითა და სასწავლო აკადემიით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:
სამუშაო ადგილმდებარეობა: ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N54
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 09:30 – 18:00 საათი
შაბათი-კვირა: უქმე
ანაზღაურება და პირობები
- ფიქსირებული ანაზღაურება: 1800 ლარი
- საწვავის ხარჯების სრული ანაზღაურება (გარბენის მიხედვით);
- ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ფიქსირებული ანაზღაურება;
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
- მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
- საკუთარი ავტომობილის ქონა
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
ფუნქცია მოვალეობები:
- პროფესიონალური თმის მოვლის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლისთვის პროდუქტის ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული პრეზენტაცია.
- პოტენციური და ახალი მომხმარებლების აქტიური მოძიება, მათთან გრძელვადიანი, სანდო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- სილამაზის სალონებთან და სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება, შეკვეთების მიღება და ფინანსური პირობების შეთანხმება;
- პროდუქციის სწორად განთავსებისა და მერჩენდაიზინგის დადგენილი სტანდარტების კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების რეგულარული მონიტორინგი;
- მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
- დებიტორული დავალიანების კონტროლი;
- შეკვეთების დროული მიწოდების პროცესის მონიტორინგი;
- ბაზარზე არსებული ტენდენციების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
- შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- დინამიურ სამუშაო გარემოს დიდ და მეგობრულ გუნდში;
- პოზიციური და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: რეზიუმეს (CV) გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შპს „ჯეი ეფ ჯორჯიამ“ (JF Georgia), თქვენი კანდიდატურის განხილვისა და შემდგომი დასაქმების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
კომპანია "JF Georgia" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
ვაკანსიის სანახავად გთხოვთ გადადით ბმულზე: განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ფიქსირებული 1800 ლარი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
