გაყიდვების აგენტი
- მისამართი
- თბილისი, ანდრეა აფაქიძის N11
სრული აღწერა
"რეა პლიუსი" უძრავი ქონების ბაზარზე წამყვანი კომპანიაა და 5 წელზე მეტია წარმატებით მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო, პროფესიონალი გუნდი და კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისი.
"რეა პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ანდრეა აფაქიძის N11.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00 საათამდე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- უძრავი ქონების გაყიდვისა და შეძენის პროცესში სრული ჩართულობა;
- შემოსულ მოთხოვნებზე მუშაობა და კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- ახალი კლიენტების მოზიდვა და კლიენტთა ბაზის წარმოება;
- ობიექტების ჩვენება, მოლაპარაკებების წარმოება და გარიგების დასრულებამდე თანხლება;
- კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
- კოლეგებთან გუნდური კოორდინაცია და ბაზრის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რუსული ენის კარგი ცოდნა;
- უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე;
- ტექნიკური მხარის (პროგრამები, ბაზები, პლატფორმები) მარტივად ათვისების უნარი.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- შრომისმოყვარეობა.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ გარემოს ბაზარზე წამყვან კომპანიაში;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- მაღალ საპროცენტო განაკვეთს, 60%-ს;
- მეგობრულ გარემოსა და მხარდამჭერ გუნდს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე: reaplusagency11@gmail.com.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 ნოემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი რეზიუმეს და სხვა დოკუმენტების (დიპლომი, სერტიფიკატები და სხვ.) გამოგზავნით, თქვენ თანახმა ხართ, რომ შპს "რეა პლიუსი" გამოიყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ კანდიდატის შერჩევის მიზნით. ეს მონაცემები შეიძლება განვიხილოთ როგორც ამ ვაკანსიისთვის, ისე ანალოგიური პოზიციებისთვის, საჭირო მოცულობით და კანონმდებლობის დაცვით.
განაცხადის გაგზავნით ადასტურებთ, რომ მითითებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გადაცემა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილი წესით.
თქვენი მონაცემები შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი განადგურდება. მესამე პირს მათ მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში გადავცემთ.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
