გაყიდვების ადმინისტრაციული სპეციალისტი
გამოქვეყნდა 2 ნოებოლო ვადა: 30 ნოე
- მთავარი მოთხოვნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
სრული აღწერა
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ გაყიდვების ადმინისტრაციულ სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- აქტიური კომუნიკაცია ყველა ჩართულ მხარესთან, პროექტებთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაციის მოძიებისა და გაყიდვების თანამშრომლების ინფორმირების მიზნით;
- გაყიდვების, შემოსული ზარების, ლიდების, სხვადასხვა ტიპის კონვერტაციის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შესაბამისი ანგარიშგებების წარმოება;
- მიღებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მოსამზადებლად სრულყოფილი ინფორმაციის უზრუნველყოფა;
- რეპორტების ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
- მონაცემების დამუშავების მეთოდის, ფორმის შესახებ იდეების გენერირება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება;
- გაყიდვებთან და სერვისებთან დაკავშირებული, ყველა ტიპის მონაცემის მონიტორინგი, შეცდომების იდენტიფიკაცია, გამოსწორების გზების შესახებ იდეების გენერირება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია Microsoft Office-ის ცოდნა;
- სასურველია CRM -ში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

