ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიგათბობის სისტემის ოპერატორი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- განაკვეთი
- ერთჯერადი პროექტი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 3 წლამდე
- მისამართი
- თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32/ ი.ჭავჭავაძის გამზ. N45
- სამუშაო გრაფიკი
- 24 საათიანი მორიგეობა სამ დღეში ერთხელ, თვეში საშუალოდ 10 მორიგეობა
სრული აღწერა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სეზონურ ვაკანსიას მატერიალური რესურსების მართვის სამსახურში გათბობის სისტემის ოპერატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- უნივერსიტეტის შენობებში გათბობის სისტემის უზრუნველყოფა, გათბობის სისტემების რეგულარული შემოწმება, გაწმენდა და ტექნიკური მომსახურება (სეზონურად);
- გათბობის სისტემის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა (სეზონურად);
- გათბობის სისტემის დაზიანების შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება, დიაგნოსტიკა, შეკეთება (სეზონურად);
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება პოზიციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გათბობის სისტემის სპეციფიკის ცოდნა;
- დაზიანების შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირების/დიაგნოსტიკის/შეკეთების გამოცდილება;
- შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
- უნივერსიტეტში მოქმედი ეთიკის ნორმების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- ეთიკურობა და კეთილსინდისიერება;
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა სამ დღეში ერთხელ, თვეში საშუალოდ 10 მორიგეობა.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32/ ი.ჭავჭავაძის გამზ. N45;
ხელშეკრულების ხანგრძლივობა 6 თვე, სამუშაოს დაწყების თარიღი 2026 წლის 01 ნოემბერი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით დაუკავშირდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს, დიმიტრი გორგაძეს ტელ: 577553321
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
