თეგეტა გრინ პლანეტიგარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა გრინ პლანეტი-ს გუნდში გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- შემოსავლების სამსახურთან კოორდინაცია წონების დაზუსტების საკითხებზე, შესაბამისი ინვოისების მომზადება და წევრებისთვის გაგზავნა;
- ნარჩენების მართვის ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი ხელშეკრულებების ატვირთვა და ინფორმაციის განახლება;
- წევრებთან კომუნიკაცია ფინანსური ვალდებულებებისა და თანხების ჩარიცხვის საკითხებზე;
- წევრების ინფორმირება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ, საინფორმაციო წერილების მომზადება და გაგზავნა, სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელება;
- ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და დამფუძნებელთა საბჭოს სხდომების ოქმების მომზადება და იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაცია;
- მგვ-ის (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების) მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების კვლევა და ადგილობრივ რეალობაზე მორგებული ინიციატივების მომზადება;
- გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და შესაბამისი მასალების მომზადება;
- მგვ-ის ავტორიზებული მიმართულებების ფარგლებში უცხო ქვეყნებში არსებული ნარჩენების გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის მოძიება და შესწავლა, მათ შორის აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების მართვის მიმართულებით;
- მგვ-ის სისტემაში ჩართული შესაბამისი საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობის პრინციპების, ოპერაციული პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ნარჩენების მართვის სფეროს საბაზისო ცოდნა;
- მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემის შესახებ ცოდნა ან ამ მიმართულებით მუშაობის ინტერესი;
- საერთაშორისო პრაქტიკის კვლევისა და უცხოენოვანი წყაროების დამუშავების გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა B1–B2 დონეზე;
- ხელშეკრულებებთან, ინვოისებთან, ოფიციალურ დოკუმენტაციასა და ელექტრონულ პორტალებთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft Word-ისა და Excel-ის, კარგი ცოდნა;
- წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი მეცნიერებების, სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, საჯარო მმართველობის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა გრინ პლანეტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
