გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის გარემოს დაცვის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 680 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი)
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის გარემოს დაცვის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, მართავს ქვეყნის უმსხვილეს საგზაო პროექტებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე. ორგანიზაციის მიზანია საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებთან ინტეგრაცია და მგზავრთა საჭიროებების ეფექტური დაკმაყოფილება. უწყების ძირითადი ამოცანებია:
- საგზაო უსაფრთხოების ხარისხის მუდმივი ამაღლება;
- მგზავრობის დროის შემცირება და სატრანზიტო ნაკადის გაზრდა;
- ინფრასტრუქტურისა და მისი ადმინისტრირების პროცესების რაციონალური მართვა/გაუმჯობესება.
დასახული მიზნების მისაღწევად დეპარტამენტი მუდმივად ორიენტირებულია, შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო და თანასწორი სამუშაო პირობები, სადაც გამორიცხულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია თუ დაუმსახურებელი უპირატესობის მინიჭება. ამასთან, ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს ქალთა და მამაკაცთა თანასწორ წარმომადგენლობას უწყებაში.
კატეგორია:
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა:
30.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3680 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სამმართველოში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
- მომზადებული და წარმოდგენილი ჩარჩო დოკუმენტების და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების წინასწარი ვარიანტების განხილვაში მონაწილეობის მიღება და მათი საბოლოო ვარიანტებისთვის შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება, როგორც საერთაშორისო (დამფინანსებელი) ორგანიზაციების მიერ დადგენილი ნორმების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით;
- სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მონიტორინგის ორგანიზებაში მონაწილეობა; გარემოზე ზემოქმედების შეფასების საპროექტო დოკუმენტების შექმნისთვის ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჯარო განხილვის ორგანიზებაში ჩართულობა;
- საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობაში შესული ცვლილებების განხილვა-ანალიზი;
- გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის კომისიებში მონაწილეობის მიღება;
- დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“;
- „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილება;
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ალ. ყაზბეგის გამზირი N12
საკონტაქტო ტელეფონები:
591217744
საკონტაქტო პირი:
ეკატერინე სულხანიშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს მოეთხოვება საინჟინრო, გარემოს დაცვის, საფინანსო, ეკონომიკურ ან/და სამართლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
სასურველია GPS ტექნოლოგიის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას);
- აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი);
- კანდიდატი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით;
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში, საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
-კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
