გარემოს დაცვის მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
გარემოს დაცვის მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია:
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა:
10.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
კომისიის თავმჯდომარისა და უშუალო უფროსის (სამდივნოს უფროსის) დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა;
სხვადასხვა დოკუმენტების, პროექტების, დასკვნების, მოხსენებითი ბარათების და სხვადასხვა შინაარსის აქტების შემუშავება;
გარემოს შესახებ არსებული მდგომარეობის შესწავლა-შეფასებისა და მისი გაუმჯობესების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;
კომისიის თამვჯდომარის სახელზე შემოსული კორესპონდენციის მიღება, მომზადება;
მოქალაქეთა მიღება, კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;
კომისიის დებულებით დადგენილი შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, კომისიისა და უშუალო უფროსის დავალებების შესრულება;
გარემოს დაცვის კომისიის სოციალური გვერდის ადმინისტრირება;
გარემოს დაცვის კომისიის სამდივნოში სტაჟიორებისთვის სწავლებისა და კომისიის მუშაობის სპეციფიკის გაცნობის უზრუნველყოფა.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.ბ) ევროპული ქარტია “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
ა.გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
ა.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ა.ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ა.ვ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილება;
ა.ზ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N 3-7 დადგენილება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თავისუფლების მოედანი N2
საკონტაქტო ტელეფონები:
2159292 (456)
საკონტაქტო პირი:
ია ერემაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (უცხოურენოვანი დიპლომის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადოდ გაფორმებული ასლი (შრომის წიგნაკი(არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღი და დაკავებული თანამდებობა);
- საბუთების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსზე არ დაიშვება.
- კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ხმათა უმრავლესობის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
