გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის გარემოზე ტექნოგენური ზემოქმედების შეფასებისა და საველე სამუშაოების სამმართველოს I კატეგორიის წამყვანი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის გარემოზე ტექნოგენური ზემოქმედების შეფასებისა და საველე სამუშაოების სამმართველოს I კატეგორიის წამყვანი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა.
სააგენტოსთვის პრიორიტეტია ვაკანტურ თანამდებობებზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული კანდიდატების მოზიდვა და მათი დასაქმება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს სააგენტოზე შეაჩერეთ არჩევანი. მალე აღმოაჩენთ, რომ ეს ძალიან საინტერესო და ძლიერი ორგანიზაციაა კარიერის დასაწყებად თუ გასაგრძელებლად, მრავალფეროვანი შესაძლებლობებითა და ნიჭიერი, თავდადებული თანამშრომლებით.
კატეგორია:
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა:
15.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
3
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- მონაწილეობს გეგმიურ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ექსპედიციებში;
- დადგენილი წესით იღებს წყლის, ჰაერის და ნიადაგის სინჯებს;
- ახორციელებს გაზომვებს დეპარტამენტში არსებული მობილური ხელსაწყოებით;
- საჭიროების შემთხვევაში ზომავს ელ.მაგნიტური ველის ენერგიის სიმკვრივეს და ხმაურის დონეს;
- ახორციელებს გამზომი ხელსაწყოების დაკალიბრების პროცედურებს;
- პასუხისმგებელია უსაფრთხოების ტექნიკის ღონისძიებების დაცვაზე;
- პასუხისმგებელია ხელსაწყოების და გამზომი საშუალებების სწორ ექსპლუატაციაზე;
- ახორციელებს მოსახლეობიდან შემოსულ განცხადებებზე დროულად რეაგირებას და პასუხის მომზადებას;
- მონაწილეობს დეპარტამენტის ტექნიკური ბაზის განახლებისა და განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავებაში;
- დადგენილი წესით მონაწილეობას იღებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საწარმოების შემოწმების დროს შესაბამისი სინჯების აღებისა და სხვადასხვა დამაბინძურებელი ინგრედიენტების გაზომვების ნაწილში;
- შეისწავლის წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშების პროექტებს, სხვადასხვა გარემოსდაცვით დოკუმენტაციას და ადგენს შენიშვნებს, კომენტარებსა და წინადადებებს;
- საექსპერტო კომისიის ფარგლებში მონაწილეობს დასკვნების მომზადებაში წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშებზე;
- ახდენს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციაზე პასუხის მომზადებას;
- ასრულებს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
ფიზიკა ან/და ქიმია ან/და გეოგრაფია ან/და ეკოლოგია ან/და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი ,,გარემოს დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანება;
- ნორმატიული აქტები „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ“;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ.N150
საკონტაქტო ტელეფონები:
593639959
საკონტაქტო პირი:
ნატო კარგაძე-ავალიშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია :
1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გარემოს დაცვის სფეროში;
სასურველია:
ავტომობილის მართვის მოწმობა (კატეგორია-B, მექანიკა);
ინგლისური-B2;
სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 3 წლისა, გარემოს დაცვის მიმართულებით;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
კომპლექსური აზროვნება;
დროის ეფექტიანი მართვა;
საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი და გამოცდილება;
დროის მართვა და განაწილება.
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა - საქმიანობის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით, არსებობის შემთხვევაში, შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით);
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე, უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა (დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება);
•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
- კანდიდატები ფასდებიან კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით;
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https:/nea.gov.ge/;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
