თეგეტა ქარსიგარე სივრცის მიმღები ოპერატორი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ქარსი აცხადებს გარე სივრცის მიმღები ოპერატორის ვაკანსიას.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- თეგეტა ქარსში შემავალი ბრენდების სერვის-ცენტრში წინასწარი ჩაწერის გარეშე მისული მომხმარებლის დახვედრა;
- მომხმარებლის ავტომობილის დროებით პარკინგის ადგილას პარკირების უზრუნველყოფა;
- თავად მომხმარებლის გადამისამართება სერვისისა თუ გაყიდვების მიმართულებით;
- კოორდინირებული მუშაობა გუნდის სხვა წევრებთან;
- გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულდა თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა ქარს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გარე სივრცის მიმღები ოპერატორი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
