გარე სივრცეების დიასახლისი
- ანაზღაურება
- 900 ₾ / თვე
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სამუშაო ცვლაში
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- გრაფიკი შეთანხმებით, ცვლებში
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გარე სივრცეების დიასახლისის პოზიციაზე საბაგირო გზა არგოზე.
ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ძირითადი მოვალეობები:
- საბაგირო გზისა და გასართობი კომპლექსი არგოს გარე ტერიტორიების ყოველდღიური დასუფთავება;
- გადმოსახედი ბაქანის სისუფთავისა და მოწესრიგების კონტროლი;
- ბილიკების, კიბეების, მოსაცდელი სივრცეებისა და გარე ინვენტარის მოწესრიგება;
- ნაგვის ურნების დაცლა და სისუფთავის კონტროლი;
- ტერიტორიაზე არსებული მცირე დაბინძურებების დროული აღმოფხვრა;
- შრომის უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- კვებითი უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"
- ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში
კომპანიის შესახებ
"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
- მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას;
- სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას;
- ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას;
- საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას.
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტოზე. 595 43 60 09
კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
პროფესია: არ არის მოთხოვნილი
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 900 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი შეთანხმებით, ცვლებში
დასაქმების ფორმა: ცვლებში
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ქართული (თავისუფლად)
უნარები: კომუნიკაცია, კეთილსინდისიერება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება: შეთანხმებით ხელფასი: 900 ₾ / თვე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
