გარე პერიმეტრის დასუფთავების თანამშრომელი
- ანაზღაურება
- 1 000+ ₾
- ქალაქი
- ქუთაისი
სრული აღწერა
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას გარე პერიმეტრის დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.
ფუნქცია-მოვალეობები:
· აკონტროლებს ურიკების განლაგებას და მდგომარეობას;
· ალაგებს და ტვირთავს ცელოფანისა და მუყაოს ნარჩენებს;
· ყურადღებას აქცევს ნაგვის ურნის დაცლა გატანას პროცესს;
· მართავს იატაკის მოსარეცხ მანქანას და ასუფთავებს შიდა პერიმეტრს;
· ალაგებს ჰიპერმარკეტის გარშემო ტერიტორიას;
· საჭიროების შემთხვევაში ასრულებს პირადი ხელმძღვანელის სხვა სამსახურეობრივ დავალებებს.
ძირითადი მოთხოვნები:
· კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
· პუნქტუალურობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პირობები:
· სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა
· ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი;
· ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო)
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: bit.ly — ბმულის გახსნა
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დომინო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გარე პერიმეტრის დასუფთავების თანამშრომელი, ქალაქებში - ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. N2.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

