საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
გაყიდვებიგარე გაყიდვების აგენტი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ · იწურება
- ქალაქი
- ბათუმი
- ბენეფიტები
- საათობრივ ანაზღაურებას - სრული განაკვეთი (8 საათი) დარიცხული 114, 4 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი (4 საათი) - დარიცხული 57, 2 ლარი დღეში · მოქნილ სამუშაო გრაფიკს : ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00)
სრული აღწერა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება F2F პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაოს მდებარეობა: ბათუმი - სხვადასხვა ღია და დახურული საჯარო სივრცეები (კარფურის ფილიალი, ბათუმი მოლი, მეტრო სითი, ბათუმის ბულვარი, პარკები და სხვა)
ჩვენ გთავაზობთ:
- საათობრივ ანაზღაურებას - სრული განაკვეთი (8 საათი) დარიცხული 114, 4 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი (4 საათი) - დარიცხული 57, 2 ლარი დღეში;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს : ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00);
- მინიმუმ 12 საათი კვირაში
ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები:
- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში;
- პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
- ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
- მოქალაქეებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-საიტზე რეგისტრაცია;
- ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან და შინაგანაწესის დაცვა;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ ჩვევები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც;
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია);
- ქართულად გამართულად მეტყველების უნარი;
- მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: f2fprojectmanager@redcross.ge და admin@redcross.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების აგენტი - ბათუმში"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
