განვადების ოფიცერი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- ბენეფიტები
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას · მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, განვადების ოფიცრის პოზიციაზე
· სამუშაო ადგილი: თბილისი
· განაკვეთი: სრული
პოზიციის შესახებ:
განვადების ოფიცრის მთავარი ამოცანაა „კრისტალის“ ფინანსური პროდუქტების პოპულარიზაცია, პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის ცნობადობის გაზრდა რეგიონში.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
- პოტენციური კლიენტებისათვის პირობების გაცნობა;
- კომპანიის ცნობადობის გაზრდა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა);
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
- საშუალო ან პროფესიული განათლება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- მიზანდასახული და ენერგიული;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული.
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ განაცხადი 2026 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.
ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე განვადების ოფიცერი, ქალაქში - თბილისი.
მიკრობანკი "კრისტალის" შესახებ: მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.
ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, 48 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღეს "კრისტალის" გუნდში 1000-ზე მეტი პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას და გარემოს, სადაც ზრუნვა, გუნდურობა, განვითარება და ადამიანურ ურთიერთობები წარმოადგენს წარმატებული და სტაბილური თანამშრომლობის საფუძველს. კომპანია ქმნის რეალურ შესაძლებლობებს თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
თუ გსურს განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, #შემოგვიერთდი და #გახდიკრისტალელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- დაზღვევა, ბანკები
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

