განცხადების დასახელება - გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
- ანაზღაურება
- 1 000–3 000 ₾ / თვე
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- მისამართი
- თბილისი, ვაკე, მ. თამარაშვილის 11ა ნომერი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე. შუალედში 1 საათიანი შესვენების შესაძლებლობა
სრული აღწერა
განცხადების დასახელება - გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
კომენტარი - ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორს ქართულ ენოვან მომხმარებლებთან სამუშაოდ. თუ მარტივად ამყარებ კომუნიკაციას, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შედეგზე ხარ ორიენტირებული, შემოგვიერთდი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება
- გაყიდვებსა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- დამაჯერებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
- უარზე სწორი რეაგირების უნარი
უპირატესობად ჩაითვლება:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ქოლცენტრში, ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- სატელეფონო გაყიდვებსა და CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
ფუნქცია მოვალეობები:
- პოტენციურ კლიენტებთან პრაქტიკული სატელოფონო კომუნიკაცია (ცივი ზარები)
- კომპანიის პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის მკაფიოდ და დამაჯერებლად მიწოდება
- მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა
- დაინტერესებულ მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ზარების განხორციელება
- პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების შეთანხმება და ჩანიშვნა
- CRM სისტემაში მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის, კომუნიკაციის შედეგებისა და შემდგომი მოქმედებების სრულყოფილად, ზუსტად აღრიცხვა
- განსაზღვრული სამუშაო გეგმისა და მიზნობრივი მაჩვენებლების შესაბამისად მუშაობა
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
მისამართი - ვაკე, მ. თამარაშვილის 11ა ნომერი
ფორმატი - ოფისიდან, არ განიხილება დისტანციური ვარიანტი
გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე. შუალედში 1 საათიანი შესვენების შესაძლებლობა
ანაზღაურება - ფიქსირებული 1000 ლარი, + 5%-იანი ბონუსი ყველა წარმატებით დახურული ქეისიდან, რომლის პირველადი ინიციატორიც იქნება გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
შერჩევის პროცესი:
- დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგვიგზავნონ რეზიუმე ელფოსტაზე
- მიღებული რეზიუმეების განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით და გავმართავთ მოკლე გასაუბრებას
- სატელოფონო გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატს მოვიწვევთ ოფისში პირისპირ გასაუბრებაზე
- საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება პირისპირ გასაუბრების შედეგის საფუძველზე
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამომიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: sales@infinity.com.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ,,გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი''
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- 1000–3000 ₾ / თვე · დარიცხული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
