განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ახალგაზრდობის და სპორტის განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- სიღნაღი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ახალგაზრდობის და სპორტის განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
სპორტი/ახალგაზრდულ საქმეთა საკითხები
განცხადების ბოლო ვადა:
12.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
სიღნაღი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- ხელმძღვანელობს ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების საქმიანობას, ორგანიზებას უწევს მის მუშაობას და პასუხისმგებელია განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვან, დროულ და ეფექტიან შესრულებაზე;
- ახორციელებს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, ანაწილებს მათ შორის ფუნქციებსა და დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
- უზრუნველყოფს განყოფილების წლიური და პერიოდული სამუშაო გეგმების შემუშავებას, განსაზღვრავს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და კოორდინაციას უწევს დამტკიცებული გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
- ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრას და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების შემუშავებას;
- უზრუნველყოფს სპორტის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, მიმდინარეობის მონიტორინგსა და შედეგების შეფასებას;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სპორტული დაწესებულებების გამართულ და ეფექტიან საქმიანობას;
- შეისწავლის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, სპორტული დაწესებულებების საჭიროებებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს სამსახურის უფროსს;
- მონაწილეობს სპორტული დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციისა და მათი საქმიანობის განვითარების საკითხებზე წინადადებების მომზადებაში;
- ხელს უწყობს მასობრივი სპორტის განვითარებასა და მოსახლეობის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდების, სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობის ზრდას;
- კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული შეჯიბრებების, ტურნირების, ჩემპიონატების, სპორტული ფესტივალებისა და სხვა სპორტული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;
- ხელს უწყობს წარმატებული სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტის სფეროში მოღვაწე პირების გამოვლენას, წახალისებასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში;
- შეისწავლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებს, ინტერესებს, გამოწვევებსა და პრობლემებს და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
- უზრუნველყოფს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალური პროგრამების, პროექტებისა და ინიციატივების მომზადებას;
- ხელს უწყობს ახალგაზრდების საზოგადოებრივ, კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობასა და მათი ინიციატივების მხარდაჭერას;
- ხელს უწყობს ახალგაზრდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და ახალგაზრდული საქმიანობის ხელმისაწვდომობის გაზრდას;
- ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ახალგაზრდულ ღონისძიებებს, ფორუმებს, შეხვედრებს, ტრენინგებს, ბანაკებს, კონკურსებს, შემეცნებით და სხვა ახალგაზრდულ პროექტებს;
- ხელს უწყობს ახალგაზრდების მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასა და მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, სპორტულ კლუბებთან, ფედერაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
- კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, შეიმუშავებს შესაბამის საბიუჯეტო წინადადებებს და განსაზღვრავს პროგრამული ღონისძიებების საჭიროებებს;
- უზრუნველყოფს სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს;
- შეიმუშავებს წინადადებებს ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესების, ახალი პროგრამებისა და პროექტების დანერგვის შესახებ;
- ამზადებს განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებულ ოფიციალურ წერილებს, მოხსენებით ბარათებს, წინადადებებს, დასკვნებს, ანგარიშებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას ან უზრუნველყოფს მათ მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების, პროგრამული დოკუმენტებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადებაში;
- უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციისა და სამსახურის უფროსის მიერ გაცემული დავალებების დროულ განხილვასა და შესრულებას;
- სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით;
- განსაზღვრავს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მათ მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულებას;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აფასებს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეთა საქმიანობას;
- ზრუნავს განყოფილების თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე;
- სამსახურის უფროსს პერიოდულად და მოთხოვნის შესაბამისად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების, განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ;
- უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობის გამჭვირვალობას, კანონიერებას, ეფექტიანობასა და ანგარიშვალდებულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
- უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ მერიის შინაგანაწესის, პროფესიული ეთიკის ნორმებისა და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
- უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემებისა და სამსახურებრივი ინფორმაციის დაცვას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
- კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მოქალაქეთა, ახალგაზრდების, სპორტსმენებისა და სხვა დაინტერესებული პირების განცხადებებისა და წინადადებების განხილვაში;
- შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციული და ფუნქციური სრულყოფის მიზნით;
- სამსახურის უფროსის დავალებით წარმოადგენს განყოფილებას სამუშაო შეხვედრებზე, კომისიებში, საბჭოებში და სხვა შესაბამის ფორმატებში თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
- ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს, თუ ისინი გამომდინარეობს სამსახურისა და განყოფილების კომპეტენციიდან;
- ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულებით, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.სიღნაღი აღმაშენებლის მოედანი 2
საკონტაქტო ტელეფონები:
599855705
საკონტაქტო პირი:
ლია ზურაშვილი, კომისიის თავმჯდომარე
დამატებითი მოთხოვნები:
- სპორტის სფეროში, ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებზე ან/და პროექტების მართვის მიმართულებით, მათ შორის საგრანტო პროგრამების, პროგრამული ბიუჯეტის შემუშავების და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
2.ესმის ორგანიზაციის მისია, საჯარო სამსახურის ეთიკა და საზოგადოებრივი სარგებელი;
- იყენებს გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომებს;
- ავლენს ორგანიზაციული სტრუქტურის და პროცესების ანალიზის უნარს;
- ავლენს კონფლიქტებისა და დავების მართვისა და გადაჭრის უნარებს;
- ავლენს მოლაპარაკების უნარებს;
- პრობლემების ანალიზის უნარს;
- ავლენს საკანონმდებლო ტექნიკის გამოყენების უნარს.
დამატებითი ინფორმაცია:
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- კანდიდატმა სავალდებულოა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში ან რეზერვში ჩარიცხული პირი.
4.კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით ;
- კონკურსში მონაწილების მსურველმა კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
.განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
.სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
. შესავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ვერ გააგრძელებს კონკურსის მომდევნო ეტაპზე მონაწილეობას;
- კონკურსის ყოველი ეტაპის შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
- კონკურსანტი უნდა გამოცხადდეს კონკურსის დაწყებამდე 30 წთ-ით ადრე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული კონკურსანტი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
