განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების III რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- "სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერთიფიკატი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების III რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
ორგანიზაციის შესახებ:
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, იგი შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფებისაგან, სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებებით. მერია საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინების პრინციპების დაცვით.
მერია საქმინობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მერიის დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
კატეგორია:
სოციალური დაცვა
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
1.კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებების მომზადება და მონიტორინგი;
- ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროში ურთიერთობა;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, მერის და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (I, II და IX თავები);
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (გარდა III კარისა);
გ)საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“;
ვ) საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.მცხეთა, ანტიოქიის ქ.N7
საკონტაქტო ტელეფონები:
551466466
საკონტაქტო პირი:
ნინო მრევლიშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა "სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერთიფიკატი.
კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი უნარების ცოდნა:
ა)გუნდური მუშაობა;
ბ)დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
გ)ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ)საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
ე)დროის ეფექტიანი მართვა;
ვ)ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მაშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან, ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1(ერთი) წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- პირი, რომელიც შრომით ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი.
აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არასრულყოფილია ან/და არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კონკურსის მომდევნო ეტაპის ჩატარების ზუსტი ადგილის, დროსა და თარიღის, ასევე კონკურსის შედეგების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონულად.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
