გამყვანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 20 ნოე
- მისამართი
- თბილისი, ს. ჩიქოვანის 4ა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ: 10:00 – 19:00
სრული აღწერა
Your Point აცხადეს ვაკანსიას გამყვანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
Your Point არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც უკვე 5 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და ლიდერის პოზიციებს იკავებს გამყვანი ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტში. კომპანია მუდმივად ვითარდება, ნერგავს თანამედროვე ინსტრუმენტებს და ქმნის პროფესიონალ გუნდს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ტურიზმი ჩაითვლება უპირატესობად)
- ტურისტულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (უპირატესობაში)
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) კარგი ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
- კომუნიკაბელურობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი და გამართული მეტყველება
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ტურისტული პროდუქტების გაყიდვა და პოპულარიზაცია
- მომხმარებლების მოზიდვა, კონსულტირება და გაყიდვების პროცესის მართვა
- კომპანიის პროდუქტის შესწავლა და გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების შემუშავება
- მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობებში მონაწილეობა (სოციალური ქსელები და სხვა არხები)
- გაყიდვების რეპორტინგისა და რეესტრების წარმოება
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული + მაღალი საბონუსე სისტემა
- სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 19:00
- შაბათი: 11:00 – 16:00
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ს. ჩიქოვანის 4ა
კომპანიის ბენეფიტები:
- უცხოეთში სასწავლო და სამუშაო ვიზიტები
- პროფესიული ტრენინგები და სასწავლო კურსები
- თიმბილდინგები მთელი ოფისისთვის საქართველოში და საზღვარგარეთ
- კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა
- მეგობრული, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
Apply now ატვირთეთ თქვენი CV ბმულზე განაცხადის შევსება
ან გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: cv@yourpoint.ge
შენიშვნა: ელ.ფოსტის გაგზავნისას გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- მივლინებები
- კი(საზღვარგარეთ)
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

