ბიუმარტი
გაყიდვებიგამყიდველ-კონსულტანტი
გამოქვეყნდა 21 ოქტბოლო ვადა: 21 ნოე
- ანაზღაურება
- 850 ₾ / დღე
სრული აღწერა
შპს "ბიუ ბიუ პლიუსი", შპს "ჩირინას" ახალი ხორცპროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია, რომელმაც თბილისში გახსნა ახალი მაღაზიათა ქსელი, სახელწოდებით - "ბიუმარტი", ეძებს გამყიდველ-კონსულტანტებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იზრუნებენ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებზე. მიზანი ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საერთო ორგანიზაციული წარმატების მიღწევაა.
რატომ ჩვენ? რას გთავაზობთ:
- ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- საბონუსე სისტემა;
- გუნდურობის წამახალისებელი ღონისძიებები;
- თანამშრომლებზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება, დალაგება, აღრიცხვა;
- მომხმარებლების მომსახურება;
- სალარო ოპერაციების წარმოება;
- ობიექტის სისუფთავის უზრუნველყოფა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
- ქართულ ენაზე გამართულად საუბრის უნარი. ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასურველია, თუმცა არა სავალდებულო;
- ანალიტიკური აზროვნება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- აქტიურობა და სისწრაფე.
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირების უნარი.
ანაზღაურება: 850 ლარი 15 დღეში + ბონუსი.
სამუშაო განრიგი: 9:00 სთ -20:30 სთ.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე - 577947402 ან გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: Info@biumart.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
